1. გინგკო
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
გინგკო

გინგკო მიიღება გინგკოს ხის ფოთლებისგან (ჩვეულებრივ, გინგკო მოჰყავთ დეკორაციაში გამოიყენებისთვის). მისი ფოთლები შეიცავს მთელ რიგ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. გინგკო ერთ-ერთია იმ მცენარეული დანამატებიდან, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ.

გინგკოს ხის ნაყოფისგან პროდუქტები არ მზადდება. ამ ხილის რბილობთან (რომელიც შეიძლება შემთხვევით მოხვდეს გინგკოს ხის ქვეშ)კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის მძიმე ანთებითი პროცესი (დერმატიტი). ხილის თესლი ტოქსიკურია და მისი გამოყენებისას შეიძლება კრუნჩხვები განვითარდეს, ხოლო მისი დიდი რაოდენობით მიღებას შესაძლოა ფატალური შედეგი ჰქონდეს.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: გინგკო აქვეითებს სისხლის შედედების პროცესს, აფართოებს სისხლძარღვებს (ამის შედეგად აუმჯობესებს სისხლის დინებას) და ამცირებს ანთებით პროცესს. ადამიანები გინგკოს იყენებენ სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ქვედა კიდურებში სისხლის დინების გაუმჯობესებისთვის, ასევე, როდესაც ადამიანებს აღენიშნებათ ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზულ-ვასკულარული დაავადება (პერიფერიული არტერიების დაავადება). გინგკოს, აგრეთვე, იყენებენ დემენციის სამკურნალოდ (როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება). არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც ნათლად ასახავს გინგკოს სარგებლიანობას პერიფერიული არტერიების დაავადებების დროს. თუმცა, ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით, დემენციის მქონე ადამიანებისთვის სარგებლიანობა ნაკლებსავარაუდოა. აღნიშნულ კლინიკულ კვლევაში გინგკო შედეგიანი არ აღმოჩნდა დემენციის და ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანებში. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ადრე ჩატარებული ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ გინგკოს გამოყენებით შეიძლება დროებით მოხდეს მენტალური და სოციალური ფუნქციონირების სტაბილიზება იმ ადამიანებში, რომლებსაც აღენიშნებათ დემენციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმა.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გინგკოს გამოყენებით არ ხდება ისეთი სიმპტომების განვითარების შეფერხება ან შემსუბუქება, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, შუილი ყურებში (tinnitus) ან "სიმაღლის დაავადება". გინგკოს გამოყენებით შესაძლებელია პრევენცია თირკმლების დაზიანებისა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის სუპრესიის მიზნით გამოყენებულმა ცეფალოსპორინების ჯგუფის მედიკამენტებმა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: მართალია, გინგკოს ფოთლების ექსტრატს, როგორც წესი, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, გარდა საჭმლის მონელების სისტემის მხრივ დისკომფორტისა, გინგკოს გამოყენების დროს აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან იგი არ არის ის სამკურნალო საშუალება, რომლითაც დაშვებულია თვითმკურნალობა. გინგკო შესაძლოა ურთიერთქმედებდეს მედიკამენტებთან (როგორიცაა ასპირინი და სხვა არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტები), რომლებიც გამოიყენება სისხლის კოლტების განვითარების პრევენციის მიზნით. ამ შემთხვევებში მან შეიძლება სისხლდენის განვითარების რისკი გაზარდოს, თუმცა, ეს მოსაზრება არ დასტურდება კლინიკური კვლევებით, რომლითაც უნდა გამოვლენილიყო სისხლდენის რისკის მომატების შემთხვევები იმ ადამიანებში, რომლებიც გინგკოს იღებდნენ. გინგკოს გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ანტიკონვულსანტების ეფექტიანობის ხარისხის შემცირება.