ბაყაყურა | მკურნალი.გე
  1. ბაყაყურა
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
ბაყაყურა

ძირითადი აქტიური ინგრედიენტი, სალიმარინი, ნაპოვნია ეკლიანი ფოთლების მქონე წითელყვავილებიანი მცენარის თესლში.

სამედიცინო ეფექტიანობის მონაცემები: მიაჩნიათ, რომ ბაყაყურა იცავს ღვიძლს ვირუსების, ტოქსიკური ნივთიერებების (როგორიცაა ალკოჰოლი), სოკოებში არსებული ტოქსინებისა და ზოგიერთი მედიკამენტის (როგორიცაა აცეტანომიფენი) დამაზიანებელი ზემოქმედებისგან. ამგვარად, ადამიანები იღებენ ბაყაყურას სოკოს შხამით და სხვა მიზეზებით გამოწვეული (როგორიცაა ციროზი და C ჰეპატიტი) დარღვევების განვითარების პრევენციის მიზნით.

კარგად შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგებით არ გამოვლინდა ის ფაქტი, რომ ბაყაყურას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს, რომლებსაც ღვიძლის მხრივ დარღვევები აღენიშნებათ. გამოქვეყნებულ ანგარიშებში გაერთიანებული იყო სოკოთი მოწამლული ბევრი ადამიანის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებდა, რომ სოკოთი მოწამვლის შემთხვევებში ბაყაყურა სიკვდილის რისკს ამცირებს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: არსებობს მონაცემები, რომ ბაყაყურას მიღების შედეგად შეიძლება განვითარდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ხანმოკლე დარღვევები და მსუბუქი ალერგიული რეაქციები. თუმცა, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი. ბაყაყურას მიღების დროს შეიძლება გაძლიერდეს ისეთი მედიკამენტების ეფექტიანობა, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს (ჰიპოგლიკემიური მედიკამენტები).

ქალებმა, რომლებსაც აქვთ ჰორმონმგრძნობიარე მდგომარეობები (როგორიცაა ძუძუს, საშვილოსნოს ან საკვერცხეების კიბო; ენდომეტრიტი და საშვილოსნოს ფიბრომა), თავი უნდა შეიკავონ ბაყაყურას მიღებისგან.