1. პალმეტო
  2. სამკურნალო მცენარეები და ნუტრიცეუტიკალები
  3. საგანგებო საკითხები
პალმეტო

მცენარეების ნაყოფისგან შეიძლება მომზადდეს ჩაი. პალმეტო, აგრეთვე, ხელმისაწვდომია აბების, კაფსულებისა და ექსტრაქტების სახით.

სამკურნალო ეფექტიანობის მონაცემები: პალმეტო ტესტოსტერონის საწინააღმდეგო აქტივობებით ხასიათდება. ადამიანები სულ უფრო ხშირად იღებენ მას კეთილთვისებიანი პროსტატის ჯირკვლის გადიდების (bening prostatic hyperplasia) სამკურნალოდ. მთელი რიგი კვლევებით გამოვლინდა, რომ პალმეტო ამსუბუქებს პროსტატის ჯირკვლის გადიდების დროს არსებულ სიმპტომებს, როგორიცაა ხშირი შარდვის მოთხოვნილება. თუმცა, უფრო ფართომასშტაბიანი, კარგად შესრულებული კვლევით არ დადასტურდა მისი სარგებლიანობა.

მონაცემები იმის შესახებ, რომ იგი ზრდის სპერმის პროდუქციას, ძუძუს ზომებს ან სექსუალურ აქტივობას, არ დადასტურდა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ ვითარდება თავის ტკივილი და დიარეა. ვინაიდან პალმეტოს ახასიათებს ჰორმონული ეფექტი, ორსულმა ქალებმა ან იმ ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, არ უნდა მიიღონ იგი. იმ ქალებმა, რომლებიც ჰორმონთერაპიას იტარებენ, უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, სანამ პალმეტოს გამოყენებას დაიწყებენ. პალმეტომ შეიძლება გავლენა იქონიოს ესტროგენით თერაპიის პროცესზე და ურთიერთქმედებაში შევიდეს კონტრაცეპტივებთან, ასევე, იმოქმედოს ვარფარინის სისხლის კოლტების წარმოშობის პრევენციული ზემოქმედების შედეგიანობაზე.