1. აღგზნების საწინააღმდეგო და სედატიური მედიკამენტები
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
აღგზნების საწინააღმდეგო და სედატიური მედიკამენტები

  • რეცეპტით ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც იწვევს აღგზნების შემცირებას და ხელს უწყობს დაძინებას. შესაძლოა, ამ მედიკამენტებმა მათზე დამოკიდებულება გამოიწვიოს;

  • ჰიპერდოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, დაბნეულობა და სუნთქვის შენელება;

  • მედიკამენტის მიღების შეწყვეტამ, მისი ხანგრძლივი დროით გამოყენების შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება, გაღიზიანება და ძილის პრობლემები;

  • თუ ადამიანები მედიკამენტებზე დამოკიდებული ხდებიან, ისინი თანდათანობით ანებებენ მას თავს დოზების შემცირების გზით.

რეცეპტით ხელმისაწვდომმა მედიკამენტებმა, რომლებიც აღგზნების სამკურნალოდ გამოიყენება (აღგზნების საწინააღმდეგო მედიკამენტები), ასევე, ძილის ხელშემწყობმა (სედატიური ან ძილის საშუალებები) მედიკამენტებმა შეიძლება, მათზე დამოკიდებულება გამოიწვიოს. ასეთ მედიკამენტებს მიეკუთვნება ბენზოდიაზეპინები (როგორიცაა დიაზეპინი ან ლორაზეპამი) და ბარბიტურატები. თითოეული მათგანი სხვადასხვა გზით მოქმედებს და თითოეულს აქვს განსხვავებული პოტენციალი მათზე დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის განვითარების თვალსაზრისით.

ბარბიტურატებისგან განსხვავებით, მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების განვითარება ნაკლებსავარაუდოა ბენზოდიაზეპინებთან, ვინაიდან ბენზოდიაზეპინების შემთხვევაში მის სამკურნალო დოზებსა და საშიშ დოზებს (სამკურნალო დოზების ზღვარზე) შორის დიდი სხვაობაა. ადამიანები ბენზოდიაზეპინების დიდი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არ კვდებიან.

ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან აღგზნების საწინააღმდეგო და სედატიურ საშუალებებზე, თავიდან აღარ იწყებენ მათ მიღებას სამკურნალოდ. დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს მინიმუმ ორი კვირის შემდეგ მისი ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში.

სიმპტომები

სწრაფი ეფექტები: აღგზნების საწინააღმდეგო მედიკამენტები და სედატივები აქვეითებს დაძაბულობას და შეიძლება მათი ზემოქმედებით ადამიანს განუვითარდეს კოორდინაციის უნარის დაქვეითება, გაურკვეველი მეტყველება, დაბნეულობა და სუნთქვის შენელება. ამ მედიკამენტების გავლენით ადამიანებს აღენიშნებათ გუნება-განწყობილების ცვალებადობა, ხან აღგზნებულები არიან და ხან დეპრესიულები. ზოგიერთი მეხსიერებას კარგავს, არასწორად მსჯელობს, ვერ ახერხებს კონცენტრირებას და ემოციურად მშიშარა ხდება. ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ მეტყველების შენელება, აზროვნების სირთულეები და სხვების გაგების უნარის დაქვეითება. შეიძლება აღენიშნოთ თვალების უნებლიე მოძრაობები (ნისტაგმი).

ასაკოვან ადამიანებში სიმპტომები უფრო მძიმედ გამოიხატება, აღინიშნება თავბრუხვევა, დისორიენტაცია, შფოთვა და ბალანსირების უნარის დაკარგვა. წონასწორობის დაკარგვის გამო შესაძლოა, ისინი დაეცნენ, რასაც ხშირად ძვლების მოტეხილობა მოჰყვება, განსაკუთრებით, ბარძაყის სახსრის მოტეხილობა.

მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება უფრო მძიმე იყოს, როგორიცაა სტუპოროზული მდგომარეობა (გაღვიძების პრობლემები), შენელებული და ზერელე სუნთქვა და, საბოლოო ჯამში, ეს მდგომარეობა შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს, განსაკუთრებით, ბარბიტურატების გამოყენების შემთხვევაში.

როდის შეიძლება განვითარდეს მოხსნის სინდრომი ან როგორ შეიძლება იგი პროგრესირებდეს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მედიკამენტი გამოიყენებოდა და – რა დოზებით. სიმპტომები შეიძლება მათი მიღებიდან 12-დან 24 საათში გამოვლინდეს.

ადამიანები, რომლებიც სედატიურ საშუალებებს რამდენიმე დღეზე მეტი დროის განმავლობაში იყენებდნენ, ხშირად გრძნობენ, რომ მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში მათ გარეშე ვერ იძინებენ. ამ დროს შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები:

  • ნერვიულობა და შფოთვა დაძინების წინ

  • ზერელე ძილი

  • შემაწუხებელი სიზმრები

  • გაღიზიანება გაღვიძებისას

იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტის მაღალი დოზები გამოიყენება, მათი მოულოდნელად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში რეაქციები ალკოჰოლის მოხსნის შემთხვევის მსგავსად. მოხსნის სინდრომს შეიძლება თან ახლდეს კრუნჩხვები.

ამ დროს შესაძლოა სხვა გამოვლინებებიც, როგორიცაა დეჰიდრატაცია, შფოთვა, უძილობა, ცნობიერების დარღვევა, სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები (ხედავენ და ესმით ისეთი რამ, რაც მათ გარშემო არ არსებობს). მოხსნის სინდრომის განვითარების დროს განსაკუთრებით სერიოზული რეაქციები დამახასიათებელია ბარბიტურატებისა და ბენზოდიაზეპინების გამოყენების შემთხვევებში. ამ დროს საჭირო ხდება ადამიანების ჰოსპიტალიზაცია, რადგან მძიმე შედეგებია მოსალოდნელი.

მკურნალობა

გადაუდებელი მკურნალობა: მედიკამენტების გადაჭარბებული დოზების მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევა. ბარბიტურატების ჰიპერდოზირება უფრო სახიფათოა, ვიდრე ბენზოდიაზეპინების. თუ ადამიანები იღებენ შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებებს ან სედატიური მედიკამენტების სახიფათოდ მაღალ დოზებს, მათ შეიძლება განუვითარდეთ სასუნთქი სისტემის, გულისა და არტერიული წნევის სერიოზული პრობლემები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მათი ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის პალატაში ან სხვა ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება მათზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს.

არსებობს ბენზოდიაზეპინის ანტიდოტე-ფლუმაზენილი, რომლის გამოყენებით შეიძლება ბენზოდიაზეპინების ჰიპერდოზირებით გამოწვეული სერიოზული მდგომარეობის უკუგანვითარება.

დამხმარე საშუალებები, რომლებიც ამ დროს გამოიყენება, მოიცავს: ინტრავენურად სითხეების შეყვანას, წნევის დამწევი მედიკამენტების გამოყენებას და ხელოვნური სუნთქვის აპარატს.

დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია: მოხსნის სიმპტომების არსებობის დროს საჭიროა პაციენტისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რომ გადალახოს მედიკამენტის მიღების თავიდან დაწყების მძაფრი სურვილი და მასთან დაკავშირებული აღგზნებადობა.

მძიმედ გამოხატული მოხსნის სიმპტომების შემთხვევაში, ადამიანებს, ჩვეულებრივ, ესაჭიროებათ მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში, ზოგჯერ – ინტენსიური თერაპიის პალატაში, და მუდმივი მეთვალყურეობა. მათ ინტრავენურად ეძლევათ მედიკამენტების მცირე დოზები, შემდეგ მედიკამენტების დოზები თანდათანობით მცირდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში და ბოლოს სრულიად წყდება. ზოგჯერ გამოიყენება სხვა მსგავსი მედიკამენტები, რომელთა მოხსნა უფრო ადვილია. საუკეთესო მკურნალობის შემთხვევაშიც კი ადამიანები შეიძლება, ვერ გრძნობდნენ თავს კარგად ერთი ან მეტი თვის განმავლობაში.