ჰალუცინოგენები | მკურნალი.გე
  1. ჰალუცინოგენები
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ჰალუცინოგენები

  • ჰალუცინოგენები იწვევს აღქმის უნარის დეფორმირებასა და გაძლიერებას, თუმცა, გამოვლენილი ეფექტები დამოკიდებულია მომხმარებლის ხასიათობრივ თავისებურებებსა და მოლოდინებზე;

  • მთავარი საშიშროება, რომელსაც ჰალუცინოგენები იწვევენ, ფსიქოლოგიური ზემოქმედება და აზროვნების დაქვეითებაა;

  • ბნელი, იზოლირებული ოთახი და სიმშვიდე,

წყნარი საუბარი შესაძლებლობას იძლევა, მდგომარეობა შეუმსუბუქდეს მომხმარებელს, რომელიც უსიამოვნო ჰალუცინაციების გავლენის ქვეშ იმყოფება.

ჰალუცინოგენებია: ლსდ (ლიზერგიკის მჟავის დიეთილიდამიდი), ფსილოკიბინი (სოკო), მესკალინი (კაქტუსის ერთ-ერთი სახეობისგან მიღებული ნარკოტიკი), დიმეთილტრიპტამინი (დმტ) და 2,5-დიმეტოქსი-4-4 მეთილამფეტამინი (დომ ან სტპ), ამფეტამინის დერივატი. დღესდღეობით ბევრი ახალი კომპონენტის სინთეზირება ხდება და ჰალუცინოგენების რაოდენობა იზრდება.

ჰალუცინოგენები სხვადასხვა გზით გამოიყენება. ლსდ მიიღება ორალურად, აბების ან თხელი ფირფიტის სახით. დმტ გამოიყენება მოწევის გზითაც.

ადამიანები შეიძლება ჰალუცინოგენებზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებულები გახდნენ, მაგრამ ფიზიკური დამოკიდებულება, რომელიც არასასიამოვნო სიმპტომებს იწვევს (მოხსნის სინდრომი), არ არის ტიპური.

სიმპტომები

ჰალუცინოგენები იწვევს სმენითი და მხედველობითი შეგრძნებების დეფორმირებას და გაძლიერებას. მაგალითად, ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ, რომ ისინი ხედავენ ხმებს და ესმით ფერები. ადამიანები შეიგრძნობენ, რომ ისინი რეალურად არ არსებობენ (დეპერსონალიზაცია) ან იზოლირებულნი არიან გარემოცვიდან (კავშირის გაწყვეტა). ბევრი ჰალუცინოგენი იწვევს გულისრევას და ღებინებას. ლსდ იწვევს მხედველობის დაბინდვას, ოფლიანობას, კანკალს და კოორდინაციის დარღვევას.

ეფექტი შეიძლება დამოკიდებული იყოს მომხმარებლის ხასიათის მდგომარეობასა და მოლოდინებზე მედიკამენტის მიღების მომენტში და მედიკამენტის სახეობაზე. მაგალითად, მათი მიღების წინ დეპრესიულ მდომარეობაში ყოფნისას სავარაუდოა, რომ ადამიანები უფრო უხასიათონი გახდებიან მედიკამენტის ზეგავლენით. ძირითადი საფრთხე არის მედიკამენტის მიღებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ეფექტი და აზროვნების შეცვლა, რომელმაც მომხმარებელი შეიძლება მიიყვანოს საშიშ გადაწყვეტილებამდე ან ინციდენტამდე. მაგალითად, მომხმარებელმა შეიძლება იფიქროს, რომ მას ფრენა შეუძლია და ამის დასამტკიცებლად ფანჯრიდან გადახტეს.

მომხმარებლის უნარი, გაუმკლავდეს მხედველობისა და სმენის დეფორმირებას, ასევე, ახდენს გავლენას მის შეგრძნებებზე – ჰალუცინაციებზე. გამოუცდელ, შეშინებულ მომხმარებლებს ნაკლები უნარი აქვთ გამკლავების, ვიდრე უფრო გამოცდილ და თავდაჯერებულ მომხმარებლებს. ჰალუცინოგენების, განსაკუთრებით ლსდ-ის, გავლენის ქვეშ მყოფი მომხმარებლები შეიძლება გახდნენ ძლიერ აღგზნებულები და ჩავარდნენ პანიკაში, რაც უფრო აძლიერებს ცუდ ჰალუცინაციებს. მათ შეიძლება უნდათ ამის შეჩერება, მაგრამ არ შეუძლიათ.

ზოგიერთი მომხმარებელი სრულიად წყდება რეალობას (ფსიქოტიკი) დღეების განმავლობაში ან მეტხანს, სანამ მედიკამენტის ეფექტი არ გაქრება. უფრო სავარაუდოა, რომ გახანგრძლივებული ფსიქოზი აღენიშნოთ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ მენტალური დარღვევები.

ადამიანები, რომლებიც ჰალუცინოგენებს ხანგრძლივად მოიხმარენ, განსაკუთრებით ლსდ-ის მომხმარებლები, შეიძლება წარსულის მოგონებებს დაუბრუნდნენ. მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ, წარსულის განცდების მოგონებები იგივეა, მაგრამ ნაკლებად ინტენსიური, ვიდრე რეალურად განცდილი. ტიპურ შემთხვევებში წარსულის განცდები შეიძლება გაქრეს 6-დან 12 თვეში ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ, მაგრამ ისევ დაბრუნდეს ლსდ-ის ბოლო მიღებიდან 5 წლის შემდეგ, განსაკუთრებით, იმ მომხმარებლებში, რომლებსაც აღენიშნებათ აღგზნებადობა ან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმები, ჩვეულებრივ, დიაგნოზს სვამენ სიმპტომებზე დაყრდნობით. ბევრი მედიკამენტის გამოყენებისას, ტესტების საშუალებით მათი გამოვლენა ვერ ხერხდება.

ბევრი მომხმარებელი არ ცდილობს მკურნალობის ჩატარებას. მშვიდი, ბნელი ოთახი და წყნარი, არაგამაღიზიანებელი საუბარი შეიძლება დაეხმაროს მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ მძიმე ჰალუცინაციები. მათ სჭირდებათ განმეორებითი დარწმუნება მედიკამენტის უარყოფით ზეგავლენაზე და იმაშიც, რომ იგი, მონდომების შემთხვევაში, აუცილებლად დამთავრდება. თუ გამოხატულია მძიმე აღგზნებადობა, შეიძლება მათ მიეცეთ ბენზოდიაზეპინები (სედატიური საშუალებები), როგორიცაა ლორაზეპამი. ადამიანებს, რომლებსაც გახანგრძლივებული ფსიქოზი აქვთ, სჭირდებათ მკურნალობა მენტალობის გაჯანსაღების მიზნით.