მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში | მკურნალი.გე
  1. მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში
  2. სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება
  3. საგანგებო საკითხები
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში

სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის ადამიანებმა თავიანთ ექიმებთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. მათ შესაძლოა სურდეთ დამატებითი ინფორმაციის მიღება რეკომენდებულ კვლევაზე ან მკურნალობაზე, სანამ დასთანხმდებოდნენ ამას. ამ ცნობების მოპოვება შესაძლებელია:

  • პამფლეტებიდან, ბროშურებიდან და ექიმის მოწოდებული სხვა მასალებიდან;

  • გამოცემებიდან: წიგნებიდან, გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, რომლებიც სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანებისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად;

  • ინტერნეტიდან.

აუცილებელია ინფორმაციის ყურადღებით წაკითხვა და შესაძლო მიკერძოების ფაქტის გათვალისწინებაც. შეიძლება, რომელიმე არც ისე სანდო წყარომ მკურნალობა ეფექტიანად წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილეში ის შედეგიანი არ იყოს ყველასთვის. ინფორმაციის მოძიებისას, ადამიანს შესაძლოა დამატებითი კითხვები გაუჩნდეს თავის ექიმთან ან მოუნდეს, კონსულტაცია სხვა სპეციალისტთანაც გაიაროს, განსაკუთრებით კი თუ მას მეტი გამოცდილება აქვს (ანუ მოისმინოს სხვა აზრიც).

პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უმჯობესია, საკუთარი არჩევანი გასაგებად და ნათლად გააგებინონ ექიმს, განსაკუთრებით კი – თუ მათ ტერმინალური დაავადება აქვთ, რაც რაღაც ეტაპზე შეუძლებელს გახდის სურვილების გამოხატვას.