სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | მკურნალი.გე
  1. სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა
  2. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა

მოხუცებულთა სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა ადვილი არ არის. ერთ ადამიანს ერთდროულად შეიძლება რამდენიმე ექიმი ჰყავდეს სხვადასხვა ადგილას. ასაკის მატებასთან ერთად გადაადგილება და მგზავრობა უფრო და უფრო ძნელდება. იმ წამლების ჩამონათვალი, რომელთა საფასურსაც სახელმწიფო პროგრამა ან კერძო დაზღვევა ფარავს, ხშირად იცვლება.

ამ სირთულეებთან გასამკლავებლად კარგია სპეციალისტთა ისეთი გუნდის მუშაობა, რომელსაც პაციენტის ოჯახის ექიმი ან გერიატრი უძღვება. თუმცა, ასეთი იდეალური მოდელის მიღწევა ხშირად ძნელია.