საექიმო შეცდომა | მკურნალი.გე
  1. საექიმო შეცდომა
  2. სამართლებრივი და ეთიკური საკითხები (საფუძვლები)
  3. საფუძვლები
საექიმო შეცდომა

პაციენტს უფლება აქვს, სასამართლოში უჩივლოს სამედიცინო პერსონალს, თუ თვლის, რომ მას ზიანი მიადგა სამედიცინო მომსახურებისას. საექიმო შეცდომის გამო სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:

  • გაწეული სამედიცინო დახმარების დონე იმ აღიარებულ სტანდარტებზე უფრო დაბალია, რომელთა მიხედვითაც, იმოქმედებდა იმავე კვალიფიკაციისა და სპეციალობის ექიმი მსგავსი გარემოებების არსებობისას.

  • ექიმსა და იმ პირს შორის, რომელსაც ზიანი მიადგა, არსებობს ფორმალიზებული შეთანხმება სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ.

  • ზიანი განპირობებულია გაწეული სამედიცინო დახმარების შეუსაბამობით მომსახურების სტანდარტებთან.

სარჩელის საშიშროება ზოგჯერ ექიმს აიძულებს, უგულებელყოს პაციენტის საუკეთესო ინტერესები. მაგალითად, ექიმი ატარებს სადიაგნოზო გამოკვლევას ან ნიშნავს მკურნალობას არა იმიტომ, რომ მოხსენიებული აუცილებელია სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს რაიმე გარემოების გამორჩენის თუნდაც ნაკლებად მოსალოდნელი შესაძლებლობა და ამ გზით შეამციროს სარჩელის ალბათობა. ამავე დროს, ექიმების უმრავლესობას ესმის, რომ საექიმო შეცდომასთან დაკავშირებული სარჩელის თავიდან აცილების გზა არის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და პაციენტთან მჭიდრო, ნდობითა და ერთობლივი მოქმედების სურვილით აღსავსე ურთიერთობის ჩამოყალიბება.