პანკრეასი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. პანკრეასი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პანკრეასი (საჭმლის მომნელებელი სისტემის ბიოლოგია)

პანკრეასის ძირითადი შემადგენელია ორი ტიპის ქსოვილი, სახელდობრ, წილაკები, რომლებიც წარმოქმნის მომნელებელ ფერმენტებს და კუნძულები, რომლებიც გამოიმუშავებს ჰორმონებს. მომნელებელ ფერმენტებს პანკრეასი თორმეტგოჯა ნაწლავში გამოყოფს, ჰორმონებს კი – სისხლის მიმოქცევაში.

გამოყოფილი მომნელებელი ფერმენტები (ამილაზა, ლიპაზა, და ტრიფსინი) ჩაედინება პანკრეასის სადინარში, რომელიც ოდის სფინქტერთან ახლოს უერთდება ნაღვლის საერთო სადინარს. ორივე მოხსენიებული სადინარი თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება. ფერმენტები ძირითადად არააქტიური ფორმით გამოიყოფა, აქტიურდება მხოლოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემდეგ. ამილაზა ინელებს ნახშირწყლებს, ლიპაზა – ცხიმებს, ტრიფსინი კი ცილებს. გარდა ამისა, პანკრეასი დიდი რაოდენობით გამოყოფს ნატრიუმის ბიკარბონატს, რომელიც ანეიტრალებს კუჭიდან გადმოსულ მჟავას და ამით იცავს თორმეტგოჯა ნაწლავს.

პანკრეასი გამოიმუშავებს სამ ჰორმონს. ეს ჰორმონებია: ინსულინი, რომელიც სისხლში ამცირებს შაქრის (გლუკოზის) დონეს, მისი უჯრედებში გადატანის გზით; გლუკაგონი, რომელიც ზრდის შაქრის დონეს სისხლში ღვიძლში არსებული მარაგიდან გამოყოფის სტიმულირების გზით; სომატოსტატინი, რომელიც აფერხებს ამ ორი ჰორმონის გამოყოფას.