ღრუბლისებრი თირკმელი | მკურნალი.გე
  1. ღრუბლისებრი თირკმელი
  2. თირკმლების მილაკოვანი და ცისტური დაავადებები
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ღრუბლისებრი თირკმელი

ღრუბლისებრი თირკმელი იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც თირკმლის შარდის შემცველი მილაკები გაფართოებულია.

ღრუბლისებრი თირკმელი ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესში განვითარებული ამა თუ იმ არაგენეტიკური დაავადების დარღვევის შედეგია. ბევრად უფრო იშვიათად დაავადება მემკვიდრეობითია. შემთხვევების უმრავლესობაში ღრუბლისებრი თირკმელი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მისი არსებობისას სისხლიანი შარდვის, საშარდე გზების კენჭების ან ინფექციების ალბათობა მაღალია. შემთხვევათა ნახევარზე მეტში ამ ორგანოში კალციუმის ნალექი წარმოიქმნება, რომლისგანაც შეიძლება კენჭები ჩამოყალიბდეს.

ექიმმა ღრუბლისებრი თირკმლის არსებობაზე ეჭვი სიმპტომების გათვალისწინებით შეიძლება მიიტანოს. თუ თირკმელში კალციუმის ნალექია, ის რენტგენზე გამოჩნდება. დიაგნოზი, როგორც წესი, კომპიუტერული ტომოგრაფიით დგინდება. ულტრასონოგრაფიული კვლევაც გამოსადეგია, მაგრამ, ზოგჯერ არ ჩანს თირკმელში ღრმად მდებარე სითხის შემცველი ბუშტუკები (კისტები). პაციენტების უმრავლესობა მკურნალობის გარეშეც კარგად გრძნობს თავს. ჩარევა საჭიროა, თუ ინფექცია განვითარდა ან კალციუმი დაილექა თირკმელში, რაც ხშირად კენჭების ჩამოყალიბების მიზეზია. ამ დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება (2 ლიტრზე მეტი დღეში) და საკვები, რომელიც ღარიბია ნატრიუმითა და ცილით, კალციუმს კი საშუალო რაოდენობით შეიცავს. ზოგჯერ თიაზიდური შარდმდენი ან ამილორიდი ინიშნება. საშარდე გზების კენჭით დახშობის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო. ინფექციის დროს ანტიბიოტიკები ინიშნება.