წინაგულების ნაადრევი შეკუმშვა | მკურნალი.გე
  1. წინაგულების ნაადრევი შეკუმშვა
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
წინაგულების ნაადრევი შეკუმშვა

წინაგულების ნაადრევი შეკუმშვა (წინაგულების ექტოპიური იმპულსები) გულის დამატებითი, რიგგარეშე შეკუმშვაა, რომლის მიზეზია წინაგულებში არსებულ ელექტრულად აქტიურ პათოლოგიურ უბანში წარმოქმნილი იმპულსი. ეს უკანასკნელი წინ უსწრებს სინუსის კვანძში იმპულსის აღმოცენებას და გულშიგა გამტარ გზებში გავრცელებას.

წინაგულების ნადრევი შეკუმშვა ჯანმრთელ პირებში ხშირია, სიმპტომები იშვიათად ახლავს თან. რიტმის დარღვევის ეს სახე ფილტვების დაავადებით შეპყრობილ პირებსა და ხანდაზმულებს განსაკუთრებით ხშირად აღენიშნებათ. ადრეული შეკუმშვები შეიძლება გამოიწვიოს ან გაახშიროს ყავის, ჩაის ან ალკოჰოლის მიღებამ, გაციების, ალერგიის ან ასთმის საწინააღმდეგო წამლებმა.

წინაგულების ნაადრევი შეკუმშვა შესაძლოა ფიზიკური გასინჯვის დროს დაფიქსირდეს და ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევით დადასტურდეს.მკურნალობა მხოლოდ იმ შემთხვევებშია საჭირო, თუ შეკუმშვები ხშირია და შემაწუხებელ გულის ფრიალს იწვევს. ანტიარითმიული მედიკამენტები ეფექტურია.