ჰისის კონის ბლოკადა | მკურნალი.გე
  1. ჰისის კონის ბლოკადა
  2. გულისცემის რიტმის დარღვევა
  3. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ჰისის კონის ბლოკადა

ჰისის კონის, იმავე პარკუჭთაშორისი ბლოკადის დროს იმპულსის გავრცელება ნაწილობრივ ან სრულად ბლოკირებული ჰისის კონის მარჯვენა ან მარცხენა ტოტში.

ჰისის კონაში არსებული ბოჭკოები ელექტრულ იმპულსებს ატარებს ატრივენტრიკულური კვანძიდან პარკუჭებისაკენ. ჰისის კონა პარკუჭთშუა ძგიდის დონეზე ორ ტოტად იყოფა. მარცხენა ტოტი იმპულსებს ატარებს მარცხენა პარკუჭისკენ, ხოლო მარჯვენა – მარჯვენა პარკუჭისკენ. ჰისის კონის ტოტების ბლოკადა, ჩვეულებრივ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მარჯვენა ტოტის ბლოკადა არ მიიჩნევა სერიოზულ პათოლოგიად და ხშირია ჯანმრთელ პოპულაციაშიც, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გულის ინფარქტის შემდეგ გამოვლენილი ჰისის კონის მარჯვენა ტოტის ბლოკადა სერიოზული დაზიანების ნიშანი შეიძლება იყოს. მარცხენა ტოტის ბლოკადა სერიოზული დაზიანებაა. ხანდაზმულ პირებში მისი ყველაზე ხშირი მიზეზია კორონარული სისხლძარღვების დაავადება, მაღალი სისხლის წნევა და ათეროსკლეროზი.

ჰისის კონის ტოტების ბლოკადის დიაგნოზი ეფუძნება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევის შედეგებს.ბლოკადის თითოეული ტიპისთვის სპეციფიკური ეკგ-ნიშნებია დამახასიათებელი. მკურნალობა არ არის საჭირო, თუ პაციენტს გულის სრული ბლოკადის განვითარების მაღალი რისკი არ აღენიშნება (მაგალითად, II ხარისხის ბლოკადა). ზოგი პაციენტი ხელოვნური რიტმის წამყვანის იმპლანტაციას საჭიროებს.