ფსიქოსოციალური კონსულტაცია | მკურნალი.გე
  1. ფსიქოსოციალური კონსულტაცია
  2. რეაბილიტაცია ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებათა დროს
  3. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფსიქოსოციალური კონსულტაცია

ვინაიდან მძაფრი ემოციები ართულებს სუნთქვას და აუარესებს ქოშინს, ზოგი პაციენტი უნდა შეეცადოს, მართოს საკუთარი ემოციები. თუმცა, დეპრესია და შფოთვა ფილტვების დაავადებით შეპყრობილი ადამიანების ცხოვრების წესის შეცვლის ხშირი თანმხლები რეაქციაა. ამასთან, ქოშინმა შესაძლოა თავადვე გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია, ხელი შეუშალოს სქესობრივ აქტივობას, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს რთულად სამართავი სტრესისა და მოდუნების მიზეზი. კონსულტაციის, ჯგუფური თერაპიისა და საჭიროებისას, მედიკამენტური მკურნალობის საშუალებით ავადმყოფებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაუმკლავდნენ საკუთარ ფსიქოსოციალურ პრობლემებს. ზოგჯერ კონსულტაციებში მონაწილეობას პაციენტის ოჯახის წევრებიც იღებენ, რათა მათ შეძლონ, დაეხმარონ ადამიანს სტრესის დაძლევაში და ჩაერთონ სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე პაციენტზე ზრუნვის პროცესში.