ქუსლქვედა ბურსიტი | მკურნალი.გე
  1. ქუსლქვედა ბურსიტი
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ქუსლქვედა ბურსიტი

ბურსიტი სასახსრე ჩანთის მტკივნეული ანთებითი პროცესია (ბრტყელი ჩანთა შეიცავს სასახსრე [სინოვიურ] სითხეს, რომელიც ამცირებს ხახუნის ძალას იმ არეში, სადაც კანი, კუნთები, მყესები და იოგები ეხება ძვალს). ბურსიტი შეიძლება განვითარდეს ქუსლის ძვლის ძირზე. ქუსლის არეში მფეთქავი ხასიათის ტკივილი ვლინდება, განსაკუთრებით ფეხსაცმლის გახდის შემდეგ შეიძლება მსუბუქი სიმხურვალე და შეშუპება აღინიშნებოდეს. დიაგნოზი სიმპტომებს და გასინჯვის შედეგებს ეფუძნება. მდგომარეობა ინკურნება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებისა და კორტიკოსტეროიდის ნარევის ინექციით და რბილძირიანი ფეხსაცმლის ტარებით, რომელსაც დამატებული აქვს დამცავი ბალიში.