აქილევსის მყესის ენთესოპათია | მკურნალი.გე
  1. აქილევსის მყესის ენთესოპათია
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
აქილევსის მყესის ენთესოპათია

აქილევსის მყესის ენთესოპათია – ესაა ტკივილი აქილევსის მყესის ქუსლის ძვლის უკანა ნაწილში მიმაგრების ადგილას.

მისი მიზეზია აქილევსის მყესის ქუსლის ძვალთან მიმაგრების ადგილის ქრონიკული დაჭიმვა. რისკს ზრდის ხანგრძლივი დროის მანძილზე შეკუმშულ ან მოდუნებულ მდგომარეობაში მყოფი კანჭის კუნთი, რაც განპირობებულია მჯდომარე ცხოვრების წესით ან ჭარბი წონით ან სპორტული (ათლეტური) აქტივობით ზედმეტად გადაძაბვით.

ტიპურია, სიარულის დროს ტკივილის შეგრძნება ქუსლის უკანა ნაწილში.

დიაგნოზი მყესის ფიზიკური გასინჯვით ისმება. გამოკვლევის პროცესში, ხელით კოჭ-წვივის სახსარში ტერფის მოხრა – ტკივილს აუარესებს.

ეფექტურია სავარჯიშოს შესრულება, რომელიც ჭიმავს კანჭის კუნთებს 10 წუთის მანძილზე, 3-ჯერ დღეში. კანჭის კუნთების დაჭიმვა შესაძლებელია კედლისკენ სახით მდგარ პოზიციაში, მტევნები ებჯინება კედელს, მუხლები გაჭიმულია და ტერფი – მოხრილი. ხანგრძლივად მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნის შემდეგ, აქილევსის მყესის გადაძაბვის შესამცირებლად, სიარულის დროს საჭიროა ტერფის და კოჭის აქტიური მოძრაობა, მთელი სიფართით წუთის მანძილზე. ძილის დროს მყესის გაჭიმვისთვის და მისი დამოკლების თავიდან ასაცილებლად, ღამით არტაშანი გამოიყენება. ასევე, სიარულის დროს, ქუსლის ასამაღლებელი საშუალებები გამოიყენება დროებით, ტკივილისა და მყესის დაძაბვის შემცირების მიზნით.