კოჟრი და კოჟიჟი | მკურნალი.გე
  1. კოჟრი და კოჟიჟი
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
კოჟრი და კოჟიჟი

კოჟრი –ესაა მკვრივი, კონუსის ფორმის კანის წარმონაქმნი, რომელიც ძირითადად მცირე ფალანგების ზედაპირზე, ძირითადად სახსრის ზემოთ შეინიშნება. კოჟიჟი რამდენადმე მომრგვალებული, კანის ბრტყელი გასქელებაა, რომელიც ტერფის ქვედა ზედაპირზე მდებარეობს.

კოჟრიც და კოჟიჟიც ხანგრძლივი ხახუნის და ზეწოლის შედეგად ვითარდება, განსაკუთრებით მჭიდრო ან ცუდად მორგებული ფეხსაცმლის ტარებისას. კოჟრის ხშირი გამომწვევი თითების ზედაპირზე ან მათ დაბოლოებასთან – ჩაქუჩა თითი ან თითების სხვა დეფორმაციაა. კოჟრი ხშირად ვითარდება ტერფის წინა ნაწილში და მისი მიზეზი ტერფის არასწორი პოზიცია და სხეულის მასის არათანაბარი გადანაწილებაა. სიმპტომებია: სპეციფიკურ ადგილებში წვის შეგრძნება ან ძლიერი ტკივილი (ან ორივე ერთად). დიაბეტის ან მსუბუქი შეხებისადმი მგრძნობელობის დაქვეითების მქონე პირებს, მომატებული აქვთ წყლულისა და ინფექციის განვითარების რისკი კოჟრის ან კოჟიჟის არეში, თუ ამ უკანასკნელთა მკურნალობა დროულად არ ჩატარდება.

მკურნალობა გულისხმობს წარმონაქმნების სრულად მოფხეკას სკალპელის საშუალებით. ამის შემდეგ საჭიროა, შეხორცებად არეში ზეწოლის შესამცირებლად სხვადასხვა სახის საფენების გამოყენება (მაგალითად, ქეჩი ან პლასტირი). საშუალებები, რომელიც ცვლიან ტერფის პოზიციას ან მოძრაობის სიფართეს და ამსუბუქებენ დაზიანებული სახსრების დატვირთვას (ორთოზები) ან სხვა რბილი და წინატერფის საყრდენი საფენები – ეხმარებიან კოჟიჟის ზრდით გამოწვეული ზეწოლის შემცირებაში. ასევე ტკივილისა და ზეწოლის შემცირებაში ეხმარება ფეხსაცმელები, რომელიც ღიაა (ამოჭრილია) მტკივნულ ადგილებში.

დაზიანებულ არეში, გაუარესებული სისხლის მიმოქცევის შემთხვევაში, მკვდარი ქსოვილების ქირურგიული წესით მოცილება ზოგჯერ შეუძლებელია. ასეთ დროს, საჭიროა სპეციალური ფეხსაცმლის ტარება, რომელიც ამცირებს აღნიშნულ არეში ზეწოლას.