თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაცია | მკურნალი.გე
  1. თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაცია
  2. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  3. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
თითის ჩაქუჩისებრი დეფორმაცია

ჩაქუჩისებრი თითი – ესაა ტერფის თითი, რომელიც ფიქსირებულია (უმოძრაო) მოხრილ მდგომარეობაში.

ჩაქუჩისებრი თითის გამომწვევ მიზეზებს შორისაა: გრძელი მეტატარზალური (წინატერფის) ძვალი, ტერფის არასწორი პოზიცია, რევმატოიდული ართრიტი და მჭიდრო ფეხსაცმლის ტარება დიდი ხნის მანძილზე. ვინაიდან თითის ნაწილი შედარებით უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე უნდა იყოს, ზედაპირზე ჭარბი ხახუნის შედეგად შესაძლებელია კოჟრის ან წყლულის განვითარება. გარკვეული სახეობის, განსაკუთრებით, ვიწროცხვირიანი ფეხსაცმლის ტარება შესაძლოა ტკივილს იწვევდეს. ჩაქუჩისებრი თითის მკურნალობა გულისხმობს თავისუფალი და კომფორტული ფართოცხვირიანი ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც თავიდან აგვაცილებს თითების შემდგომ დაზიანებას. ტარდება წყლულების ან კანის გაღიზიანების სათანადო მკურნალობა. დაზიანებულ თითებს ფეხსაცმლისაგან იცავს სპეციალური თითის საფენები, რომელთა შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში. ჩაქუჩისებრი თითის ქირურგიული გზით გასწორება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდებით ტკივილის შემსუბუქება ვერ ხერხდება და რიგიდული უმოძრაო თითი იწვევს გარკვეული უნარების შეზღუდვას.