ფეხისგულის ფიბრომატოზი – ესაა ფეხისგულის ფასციის შემაერთებელი ქსოვილის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.
ფეხისგულის ფასციის ფიბრომატოზის დროს სიმსივნური წარმონაქმნები მეტად თვალსაჩინო ხდება ტერფის ზემოთ მოხრისას. პაციენტების უმრავლესობას, წარმონაქმნები ხელისგულზეც – ძირითადად მეოთხე თითის სახსართან აღენიშნება.
მკურნალობა საჭირო არაა მანამ, სანამ წარმონაქმნები ისეთი დიდი ზომის არ გახდება, რომ დატვირთვისას ტკივილი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ცვლიან ტერფის პოზიციას და მოძრაობის სიფართეს და ამცირებენ დაზიანებული სახსრის დატვირთვას (ორთოზები), ხელს უწყობს ზეწოლის გადანაწილებას წარმონაქმნებიდან სხვა არეებზე.