ავადმყოფობის ისტორია | მკურნალი.გე
  1. ავადმყოფობის ისტორია
  2. ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა
  3. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ავადმყოფობის ისტორია

ადამიანის გასინჯვამდე საჭიროა მასთან გასაუბრება, რის დროსაც ექიმი გამოიკითხავს ინფორმაციას არსებული სიმპტომების შესახებ:

  • ზუსტად როგორ ვლინდება ისინი

  • სად და რამდენად ხშირად

  • რამდენად მძიმეა ისინი

  • რამდენ ხანს გრძელდება

  • რა აუარესებს მათ

  • რა ჰგვრის ადამიანს შვებას

  • ხელის შემშლელია თუ არა სიმპტომები ჩვეული საქმიანობების შესრულებაში

ექიმი ასევე დაინტერესდება არსებული ან წარსულში გადატანილი ავადმყოფობებითა და ოპერაციებით, იკითხავს, არის თუ არა ადამიანი ალერგიული და რა წამლებს იღებს იგი ამჟამად. მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმ სერიოზულ დაავადებებზეც, რაც პაციენტის ახლო ნათესავებს აქვთ. ექიმმა შეიძლება გამოიკითხოს ბოლო პერიოდში მოგზაურობის შესახებ, რათა გაარკვიოს, პიროვნებას რაიმე უჩვეულო ინფექციასთან ან შხამთან ხომ არ ჰქონია კონტაქტი. ამასთანავე, ექიმმა შესაძლოა იკითხოს, ადამიანს ხომ არა აქვს პრობლემები სამსახურში ან სახლში, მაგალითად, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, რადგან ასეთ სტრესულ სიტუაციებში ორგანიზმს უჭირს დაავადებასთან გამკლავება და შესაძლოა ჯანმრთელობაც გაუარესდეს. ექიმი გამოიკითხავს, არის თუ არა სხვა სიმპტომებიც, რაც პიროვნებამ შეიძლება უმნიშვნელოდ ჩათვალა და მთავარი ჩივილების აღწერის დროს გამოტოვა.