ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილისას შეგრძნება საკმაოდ ძლიერია და ვითარდება თავის ცალ მხარეს, საფეთქელთან ან თვალის გარშემო, შედარებით ხანმოკლე (30 წუთიდან 1 საათამდე). ტკივილები 1-3 თვის განმავლობაში აწუხებს ადამიანს, შემდეგ კი თვეების ან წლების მანძილზე ქრება.
ჯგუფური თავის ტკივილი შედარებით იშვიათია და აღენიშნება 1000-დან ერთ ადამიანს, ძირითადად მამაკაცებს. შეტევები იწყება, როგორც წესი, 20-40 წლის ასაკში. მათი განვითარება შესაძლოა ალკოჰოლის მიღებამ გამოიწვიოს.
შეტევა თითქმის ყოველთვის მოულოდნელად იწყება. ზოგჯერ პირველი სიმპტომი ცალი ნესტოს ქავილი ან მისგან წყალივით გამონადენია. ამას მოჰყვება თავის იმავე მხარეს გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც თვალის გარშემოც ვრცელდება. რამდენიმე წუთში ტკივილი სიძლიერის მაქსიმუმს აღწევს და გრძელდება 30 წუთიდან 1 საათამდე. შეტევა ხშირად აღვიძებს პაციენტებს. ჯგუფური თავის ტკივილის დროს, განსხვავებით შაკიკისგან, ადამიანებს არ შეუძლიათ დაწოლა, მოუსვენრად არიან, ბოლთას სცემენ და ზოგჯერ თავსაც კი ურტყამენ რამეს.
შეტევის შემდეგ შეიძლება ტკივილის მხარეს ქუთუთო დაეშვას, გუგა შევიწროვდეს, თვალის უპე შეშუპდეს და გამოიხატოს ცრემლიანობა. სახე შესაძლოა წამოწითლებული იყოს. ზოგჯერ თავის ტკივილს გულისრევაც ახლავს თან.
შეტევა შეიძლება დღეში რამდენჯერმე განვითარდეს. ხშირად ტკივილები 1-3 თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად, რეგულარულად აწუხებს პაციენტს (კლასტერული პერიოდი) და შემდეგ თვეების ან წლების მანძილზე ქრება. შეტევები, როგორც წესი, დღის ან ღამის ერთსა და იმავე დროს ვითარდება. ზოგ ადამიანს ტკივილის გარეშე პერიოდები სულ არ აქვს. ამას ქრონიკული ჯგუფური თავის ტკივილი ეწოდება.
დიაგნოსტიკა ხდება პაციენტის მიერ აღწერილი ტკივილისა და თანმხლები სიმპტომების საფუძველზე. თუკი მათი თავისებურებები შეიცვალა, შესაძლოა თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა გახდეს საჭირო.
ჯგუფური თავის ტკივილის მქონე პაციენტთა უმრავლესობამ მედიკამენტები უნდა მიიღოს, რათა შეტევები არ განმეორდეს. ტკივილის დასაწყისშივე მისი შეწყვეტა შემდეგი მეთოდებითაა შესაძლებელი:
შეტევების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული სხვა მედიკამენტებია:
პრედნიზონი ან ნერვის ბლოკადა შეიძლება პირველ რიგში გამოიყენონ, რადგან ისინი უფრო სწრაფად მოქმედებს. შემდეგ რომელიმე სხვა მედიკამენტი ინიშნება ხანგრძლივი პრევენციისთვის. ჟანგბადის მიწოდება, დიჰიდროერგოტამინის ან ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლისა და კორტიკოსტეროიდის ინექცია საავადმყოფოში ხდება. მკურნალობის სხვა მეთოდების გამოყენება სახლშიც შეიძლება.