მუდმივი ფლორა | მკურნალი.გე
  1. მუდმივი ფლორა
  2. ინფექციური დაავადების ბიოლოგია
  3. ინფექციები
მუდმივი ფლორა

ჯანმრთელი ადამიანები ცხოვრობენ ჰარმონიაშიიმ მიკროორგანიზმების უმეტესობასთან, რომლებიც დასახლებულები არიან ადამიანის ორგანიზმზე. მიკროორგანიზმები, რომლებიც იკავებენ ორგანიზმის კონკრეტულ ნაწილს, ქმნიან მუდმივ ფლორას. მიკროორგანიზმებს, რომლებიც სახლდებიან ადამიანებზე საათებისან კვირების განმავლობაში, მაგრამ არა მუდმივად, ეწოდებათ გარდამავალი ფლორა.

მუდმივი ფლორა ერთ კონკრეტულ ადგილას შეიცავს მიკროორგანიზმების რამდენიმე განსხვავებულტიპს. ზოგიერთი ადგილი, ჩვეულებ რივ, დასახლებულიამიკროორგანიზმების რამდენიმე ასეული განსხვავებული ტიპით. გარემო ფაქტორები, როგორიცაა დიეტა, სანიტარიული მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება და ჰიგიე ნუ რი ჩვევები, ზეგავლენას ახდენენ იმაზე, თუ რომელისახეობები შექმნიან ადამიანის მუდმივ ფლორას. დაბანის ან ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ მუდმივი ფლორასწრაფად აღდგება.

დაავადების გამოწვევაზე მეტად, მუდმივი ფლორა ორგანიზმს ხშირად იცავს დაავადების გამომწვევი ორგანიზმებისაგან. მიუხედავად ამისა, გარკვეულ მდგომარეობებში, მიკრობებმა, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის მუდმივ ფლორას, შესაძლოა გამოიწვიონ დაავადება. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება ანტიბიოტიკების გამოყენება და დასუსტებული იმუნური სისტემა (მაგ.: ადამიანები, რომლებიც დაინფი ცირებულნი არიან აივ-ით ანაქვთ სიმსივნე, იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან უტარდებათ ქი მი ო თე რაპია). ინფექციური დაავადების სა მ კუ -რ ნ ალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკების მი ერ მუდმივიფლორის ზოგიერთი ტიპის ბაქ ტე რიე ბის დიდი რაოდენობით განადგურებამ შე იძ ლება გამოიწვიოს მუდმივიფლორის სხვა ბაქ ტე რი ების ან სოკოების უკონტროლოზრდა. მაგ. ქა ლებში, რომლებიც შარდის ბუშტის ანთებისსაწინააღმდეგოდ იღებენ ანტიბიოტიკებს, შეიძ ლებაგანვითარდეს საშოს სოკოვანი დაავადება (კანდიდოზი).