ინფექციის პრევენცია | მკურნალი.გე
  1. ინფექციის პრევენცია
  2. ინფექციური დაავადების ბიოლოგია
  3. ინფექციები
ინფექციის პრევენცია

ადამიანების ინფექციისგან დაცვა შესაძლებელია რამდენიმე გზით. ხელების დაბანა წარმოადგენს ერთი ადამიანიდან მეორეზე ინფექციის გავრცელების პრევეციის ეფექტურ გზას. ხელების დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელებიც ამუშავენენ საკვებ პროდუქტებს, ან რომლებსაც აქვთ ხშირი ფიზიკური კონტაქტი სხვა ადამიანებთან. ადამიანებს, რომლებსაც სურთ, მძიმედ დაავადებული პაციენტების საავადმყოფოში მონახულება, სთხოვენ პაციენტის ოთახში შესვლამდე დაიბანონ ხელები და ჩაიცვან მოსაცმელი, გაიკეთონ პირბადე და ხელთათმანები.

ზოგჯერ, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ადამიანებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ ინფექცია, ეძლევათ ანტიბიოტიკები. პრევენციის ამ ზომას პროფილაქტიკა ეწოდება. ბევრ ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს გარკვეული ოპერაციები, როგორიცაა მუცლის ღრუს ოპერაციული ჩარევა ან ორგანოს გადანერგვა, ესაჭიროება ანტიბიოტიკებით პროფილაქტიკური მკურნალობა. ინფექციების თავიდან აცილება შესაძლებელია აგრეთვე აცრების მეშვეობით. ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებიან ინფექციის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ (განსაკუთრებით ჩვილები, ბავშვები, ხანში შესული ხალხი და ადამიანები აივ ინფექციით), უნდა გაიკეთონ ყველა საჭირო აცრა, რომ შეამცირონ ინფექციური დაავადების განვითარების რისკები.