ფსიქიკური დაავადებების კლასიფიკაცია და დიაგნოზი | მკურნალი.გე
  1. ფსიქიკური დაავადებების კლასიფიკაცია და დიაგნოზი
  2. ფსიქიკური ჯანმრთელობა – მიმოხილვა
  3. ფსიქიკური დაავადებები
ფსიქიკური დაავადებების კლასიფიკაცია და დიაგნოზი

1952 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ პირველად გამოსცა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM-I), რომელიც სტანდარტიზებული განმარტებებისა და კრიტერიუმების გამოყენებით ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტირების პირველი მცდელობა იყო. 2000 წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს უკანასკნელი ვერსია (DSM-IV-TR)1 წარმოადგენს საკლასიფიკაციო სისტემას, რომლის მიზანია, გამოყოს ფსიქიკური დაავადებები ცალკე სადიაგნოზო კატეგორიებად სიმპტომების აღწერის (რას ამბობს და აკეთებს ადამიანი, როგორც იმისი გამოხატულება, რას ფიქრობს და გრძნობს ის) და დაავადების მიმდინარეობის საფუძველზე. მოსალოდნელია, რომ DSM-ის ახალი გადასინჯვა ფსიქიკურ დაავადებას აღწერს, როგორც სიმპტომთა უწყვეტ სპექტრს, ნაცვლად მათი კატეგორიებად კლასიფიკაციისა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის X გადასინჯვა, კლინიკური მოდიფიკაცია (ICD-10-CM), DSM-IV-TR-ისმსგავს სადიაგნოზო კატეგორიებს იყენებს. ეს მსგავსება მიუთითებს, რომ კონკრეტული ფსიქიკური დაავადებების დიაგნოზი მთელ მსოფლიოში სულ უფრო სტანდარტული და თანამიმდევრული ხდება.

პროგრესია მიღწეული სადიაგნოზო ტექნოლოგიებში. ხელმისაწვდომია თავის ტვინის ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკური მეთოდები; მათ შორისაა კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია – სკანირების ტიპი, რომელიც ზომავს სისხლის ნაკადის მახასიათებლებს თავის ტვინის კონკრეტულ უბნებში. ვიზუალიზაციის ამ მეთოდების მეშვეობით შეისწავლება თავის ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია ადამიანებში ნორმალური და პათოლოგიური ქცევით. ეს მონაცემები აღრმავებს მეცნიერულ ცოდნას თავის ტვინის ფუნქციონირების შესახებ ფსიქიკური დაავადების დროს და მის გარეშე. კვლევებმა, რომლებიც სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობებს შორის განსხვავებას სწავლობს, მეტი სიზუსტე შემოიტანეს დიაგნოსტიკაში.