კვებითი საჭიროებები | მკურნალი.გე
  1. კვებითი საჭიროებები
  2. კვების ზოგადი მიმოხილვა
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
კვებითი საჭიროებები

საყოველთაო რეკომენდაციები ჯანსაღი კვების შესახებ შემუშავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური კვებითი მოთხოვნილებები და აუცილებელი საკვები ნივთიერებების ჩამონათვალი საკმაოდ განსხვავებულია ასაკის, სქესის, სიმაღლის, წონის, ფიზიკური აქტივობის და ორგანიზმის მიერ კალორიების მოხმარების სისწრაფის (მეტაბოლური ცვლის) გათვალისწინებით. რეკომენდებული კვებითი რაციონის ჩამონათვალი ცილებისთვის, ვიტამინებისა და მინერალებისთვის პერიოდულად ქვეყნდება ამერიკის კვებისა და ნაციონალური აკადემიის მეცნიერთა საბჭოს მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები ეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უზრუნველყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მოთხოვნილებები. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მოსახლეობას დამატებით უზრუნველყოფს ინტერაქტიული საინფორმაციო საშუალებებით www.mypyramid.gov, სადაც შესაძლებელია პაციენტმა პირადი მონაცემების (ასაკი, სქესი, აქტივობის დონე და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები) გამოყენების საფუძველზე, მიიღოს ინდივიდუალური ინფორმაცია არსებული კვების შესახებ და დამატებითი რეკომენდაცია ჯანსაღი საკვები პროდუქტების, მათი საჭირო რაოდენობით გამოყენების შესახებ, რათა მიაღწიოს და შეინარჩუნოს ნორმალური წონა. საკვების მოცულობა და სახეობა განისაზღვრება ყოველდღიურად თითოეული ულუფისთვის ინდივიდუალურად მოხმარებული ენერგიის გათვალისწინებით.

ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, ცხიმების მიღება უნდა შემცირდეს დღიური კალორაჟის 30%-ზე მეტად, ხოლო ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოხმარება უნდა გაიზარდოს მეტად, ვიდრე მას ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს საკვების სახით. აგრეთვე მნიშვნელოვანია საკმარისი ოდენობით სითხის მიღება.