პენსიონერთა თემები | მკურნალი.გე
  1. პენსიონერთა თემები
  2. ხანგრძლივი მოვლა
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
პენსიონერთა თემები

პენსიონერთა თემები მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მაგრამ სჭირდება ან სურს სხვისი დახმარება, ძირითადად შინაურ საქმეებში. ზოგი ადამიანი პენსიონერთა თემში საცხოვრებლად გადასვლას არჩევს მანამ, სანამ დასახმარებლად გაუხდება საქმე. ამ ტიპის დაწესებულებაში ზოგჯერ იმიტომაც უნდათ გადასვლა, რომ არ სურთ დიდი სახლისა და ეზოს მოვლა ან მარტოსულად, გარიყულად გრძნობენ თავს.

პენსიონერთა თემები რამდენიმე ბინისგან, ქალაქური ტიპის ან კერძო სახლებისგან შედგება. მოსარგებლეები უზრუნველყოფილი არიან სხვადასხვა მომსახურებით, მაგალითად, ტრანსპორტირებით, გასართობი ცენტრებით, ადგილზე საექთნო დახმარებით, კვებით, სამრეცხაოთი, სახლის დალაგებითა და მოვლით. ამ პირობებში მოხუცებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად კარგად გრძნობენ თავს, დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლიათ. პენსიონერთა თემში შეიძლება ჯგუფური აქტივობებიც დაიგეგმოს, მაგალითად, ექსკურსიები, თამაშები ან მოწვეული სტუმრების ლექციები. ზოგ თემში გართობისა და დასვენების პირობებიც არის შექმნილი, მაგალითად, საცურაო აუზები და გოლფის მოედნები. ბინები მისადაგებულია მოხუცების საჭიროებებს, შენობები მხოლოდ ერთსართულიანია. პენსიონერთა თემები საშუალებას აძლევს ზოგ ადამიანს გადაავადოს ისეთ დაწესებულებაში გადასვლა, სადაც უფრო ინტენსიური მოვლაა უზრუნველყოფილი.

ზოგჯერ პენსიონერთა თემებიმოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემების ნაწილია.ამ უკანასკნელის დანიშნულებაა ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფა მისთვის საჭირო მოვლით.

პენსიონერთა თემები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომაც მათ შორის ყველაზე შესაფერისი დაწესებულების შესარჩევად აუცილებელია რამდენიმე კითხვაზე პასუხის მიღება, სახელდობრ:

  • ყოველთვიური ღირებულების გარდა საწყისი თანხაც გადასახდელია? რა მომსახურებებს, აქტივობებსა და ხელსაყრელ პირობებს ფარავს საფასური?

  • რა მომსახურებები, აქტივობები და პირობებიაპენსიონერთა თემში? არის თუ არა ბანკი, სილამაზის სალონი, ფოსტა ან მაღაზია? სავაჭრო ცენტრებამდე, ექიმის ოფისამდე და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებამდე ტრანსპორტით გადაადგილება ადვილია? რა სოციალურ და ფიზიკურ აქტივობებს სთავაზობენ მცხოვრებლებს?

  • როგორია მინიმალური ასაკობრივი ზღვარი, რომლის შემდეგაც ადამიანს შეუძლია იქ გადასვლა?

  • შენობები კარგადაა მოვლილი? საცხოვრებელი სივრცე სასიამოვნოა და კარგად მოწყობილი? მანქანის გასაჩერებელი ადგილები საკმარისია?

  • არის დამხმარე მომსახურე პერსონალი?

  • კვება უზრუნველყოფილია?

ფინანსური საკითხები: პენსიონერთა თემში საცხოვრებლის ქირაობა ან ყიდვაა შესაძლებელი, ხშირად კონდომინიუმის ტიპის შენობაში. ფინანსური საკითხები, შესყიდვა და საკუთრების უფლებების გადაფორმება ისევე ხდება, როგორც სხვა სახის კერძო საცხოვრებლის ყიდვის შემთხვევაში. თუ ინდივიდუალური მომსახურებაა საჭირო, ხარჯებს ფარავს თავად მოსარგებლე ან გახანგრძლივებული მოვლის დაზღვევა.