მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემები | მკურნალი.გე
  1. მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემები
  2. ხანგრძლივი მოვლა
  3. მოხუცებულთა ჯანმრთელობა
მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემები

მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემები (იგივე, რაც უწყვეტი მოვლისპენსიონერთა თემები) იმ ხანდაზმულებისთვის არის გამიზნული, რომლებსაც, მხოლოდ ერთხელ სურთ საცხოვრებლის შეცვლა და იქ გადასვლა, სადაც მათ სიცოცხლის ბოლომდე მოუვლიან და სრულად დააკმაყოფილებენ მათ საჭიროებებს. ეს დაწესებულებები უზრუნველყოფენ მცხოვრებლების მოვლას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. ისინი ზრუნავენ წყვილებზეც, რომლებსაც ერთად ან ერთმანეთთან ახლოს ცხოვრება სურთ, თუკი ერთ-ერთ მათგანს უფრო მეტი მოვლა ესაჭიროება, ვიდრე მეორეს შეუძლია.

მოხუცებული თავიდან შეიძლება სახლში ან ბინაში ცხოვრობდეს, შემდეგ კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში, ბოლოს კი მოხუცებულთა სახლში გადავიდეს. ყველა ჩამოთვლილი ერთი და იმავე ცენტრის ნაწილია. მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემები უწყვეტ მოვლას უზრუნველყოფს ერთსა და იმავე ადგილზე, მოშორებით გადასვლის საჭიროების გარეშე.

ფინანსური საკითხები:მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემით სარგებლობა ხშირად საკმაოდ ძვირია.ზოგი დაწესებულება მოითხოვს საგრძნობლად დიდ წინასწარ შენატანს, ყოველთვიურ გადასახადს და საფასურს დამატებითი მომსახურებისთვის. ზოგჯერ ყოველთვიური ღირებულებისა და გადასახადების ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული; მრავალ ასეთ დაწესებულებაში ხარჯები იზრდება მომსახურების დონის ზრდასთან ერთად.

მედიქეარი და მედიქეიდი ჩვეულებრივ ასეთ ცენტრებში ცხოვრებას არ აფინანსებს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაფაროს საექთნო დახმარების საფასური. ხანგრძლივი მოვლის დაზღვევამ შეიძლება აანაზღაუროს ყოველთვიური გადასახადი და ინდივიდუალური მოვლის მომსახურების ხარჯები, მიუხედავად იმისა, ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს დამოუკიდებლად, დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში თუ მოხუცებულთა სახლში, კონკრეტული მოხუცებულთა ცხოვრებისა და მოვლის თემის ფარგლებში.